მე მიყვარს სახლის მეტაფორა. სახლის ფუნდამენტი - ფსიქოლოგიაა. ჩვენი პიროვნების საფუძვლები, მიღებული ტრავმები, განწყობები. სახლის კაპიტალური რემონტი კი ქოუჩინგია. მოვაწესრიგოთთ, გავაკეთოდ გენერალური დალაგება, რომ გავალამაზოთ და ვისუნთქოთ ადვილად.
შესაბამისად, ზოგჯერ კაპიტალური რემონტი შეუძლებელია, რადგან ფუნდამენტის ბზარი ხელს გვიშლის და კარგი იქნება მისი აღმოჩენა, დანახვა და იმის გაგება, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ იმით, რაც აღმოვაჩინეთ.
ჩემი, როგორც ქოუჩის ამოცანაა, გამოვაშკარავო და მოგიყვეთ სიტუაციის შეცვლის გზებსა და შესაძლებლობებზე. მოინდომებს კი კლიენტი ფუნდამენტამდე ჩასვლას თუ არა - მისი გადასაწყვეტია